განცხადება აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებში მიღების პირობებთან დაკავშირებით

14 აგვისტო 2019

მნიშვნელოვანი ინფორმაცია 2020 წლის აბიტურიენტებისთვის აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებში მიღების პირობებთან დაკავშირებით, ეროვნული გამოცდების შეცვლილი ფორმატიდან გამომდინარე:
 
გაცნობებთ რომ აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტები, გარდა 3 სავალდებულო საგნისა (1. ქართული, 2. უცხო ენა, 3. მათემატიკა ან ისტორია), დამატებითი გამოცდის ჩაბარების მოთხოვნას არ დააწესებს არცერთ* პროგრამაზე.
 
რომელი მე-3 საგნის მოთხოვნა იქნება კონკრეტული პროგრამისათვის უნივერსიტეტები ვეღარ წყვეტენ და განათლების სამინისტროს განცხადებით, გამოქვეყნდება სექტემბრის ბოლოს.
 
* დამატებით გამოცდაში არ მოიაზრება "შემოქმედებითი ტური" ვიზუალური ხელოვნების და არქიტექტურის პროგრამებზე, რომლებიც ისევ იქნება მიღების წინაპირობა.

მსგავსი სიახლეები