გერმანიის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები კამპუსში
10 მაისი 2015
11 მაისს 12:00 საათზე გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) განათლების ფორუმის ფარგლებში - "Forum on Higher Education Cooperation between Germany and the Eastern Bologna Member Countries" - კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს ეწვევა გერმანიის წამყვანი უნივერსიტეტების ასამდე წარმომადგენელი. მათ შორის პროფესორები ვაიმარის, იენის, მიუნხენის, ჰამბურგის, ბრემენის, კიოლნის და ბერლინის უნივერსიტეტებიდან.
ვიზიტის მიზანია თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებთან მომავალი პარტნიორობის სფეროების განხილვა.
დელეგაციის წევრები გაეცნობიან უნივერსიტეტების სკოლებს, პროგრამებს, სამეცნიერო/კვლევით პროექტებს და კამპუსის ინფრასტრუქტურას (ლაბორატორიები, მუზეუმს, ბიბლიოთეკა, ვიზუალური ხელოვნების სკოლის სტუდენტების გამოფენა, კულინარიის აკადემია).
შეხვედრა შედგება საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200).
კერძო უმაღლესი სასწავლებლებიდან ვიზიტისთვის DAAD-მ შეარჩია მხოლოდ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები.