გერმანიისა და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები კამპუსში
12 მაისი 2015
11 მაისს კამპუსს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) განათლების ფორუმის ფარგლებში - "Forum on Higher Education Cooperation between Germany and the Eastern Bologna Member Countries" - ეწვივნენ გერმანიისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების ასამდე წარმომადგენელი. მათ შორის პროფესორები ვაიმარის, იენის, მიუნხენის, ჰამბურგის, ბრემენის, კიოლნის და ბერლინის უნივერსიტეტებიდან.
ვიზიტის მიზანია თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებთან მომავალი პარტნიორობის სფეროების განხილვა.
დელეგაციის წევრები გაეცნენ უნივერსიტეტების სკოლებს, პროგრამებს, სამეცნიერო/კვლევით პროექტებს და კამპუსის ინფრასტრუქტურას (ლაბორატორიები, მუზეუმს, ბიბლიოთეკა, ვიზუალური ხელოვნების სკოლის სტუდენტების გამოფენა, კულინარიის აკადემია).
კერძო უმაღლესი სასწავლებლებიდან ვიზიტისთვის DAAD-მ მხოლოდ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები შეარჩია.
შეხვედრა გერმანიის განათლებისა და კვლევების ფედერელური სამინისტროს ინიციტივით გაიმართა.