გერმანულ ნაგაზს, ზიგის, დაუდგინდა სხივ-იდაყვის ძვლის დისტალური ნაწილი მოტეხილობა.
30 მაისი 2025
გერმანულ ნაგაზს, ზიგის, დაუდგინდა სხივ-იდაყვის ძვლის დისტალური ნაწილი მოტეხილობა. თავდაპირველად, სხვა კლინიკაში ჩაუტარდა მეტალოოსტეოსინთეზი ერთფირფიტიანი T-სებრი ფირფიტით, თუმცა ზედმეტი ფიზიკური აქტივობის გამო ფირფიტა გატყდა.
ჩვენს კლინიკაში ჩატარებული შეფასებისა და დამატებითი რადიოგრაფიული კვლევების საფუძველზე, გადავწყვიტეთ განმეორებითი მეტალოოსტეოსინთეზის ჩატარება ორი ბლოკირებული ტიტანის ფირფიტით. ეს მიდგომა განსაკუთრებით ეფექტიანია კომპლექსური და მრავლობითი მოტეხილობების სამკურნალოდ. ბლოკირებული ფირფიტები ქმნიან მეტად მყარ, თვითსტაბილურ კონსტრუქციას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს იმპლანტის გადატვირთვის რისკს და ზრდის ძვლის შეხორცების შანსს. ტიტანი კი თავისი ბიოშეწყობადობისა და მაღალი გამძლეობის გამო იდეალურია მსგავსი რთული ქირურგიული შემთხვევებისთვის.
ოპერაცია წარმატებით ჩაატარა ჩვენი კლინიკის მთავარმა ვეტერინარმა და ქირურგიის განყოფილების უფროსმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს რთული ორთოპედიული ტრავმების მართვაში. ქირურგს ასისტენტობას უწევდა ვეტერინარი ბარბარე ქურციკიძე. ოპერაციის ანესთეზიური მართვა პროფესიონალურად უზრუნველყო ვეტერინარმა ანესთეზიოლოგმა ნათია რობაქიძემ.
რევიზიული ქირურგიული ჩარევები, როგორც წესი, ტექნიკურად უფრო რთულია და შედეგის დასანახად მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე პირველადი ოპერაციები; თუმცა, ზიგის რეაბილიტაცია საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს.
პოსტს თან ერთვის რენტგენოგრაფიული გამოსახულებები, რომლებიც ასახავს ძვლის მდგომარეობას ოპერაციამდე და შემდეგ – წარმატებულ ფიქსაციას ორმაგი ტიტანის ფირფიტებით.
მსგავსი სიახლეები
13 იანვარი 2026
აქციას მიუსაფარი ფისოებისათვის
09 იანვარი 2026
ლოკის რთული კლინიკური შემთხვევა წარმატებული შედეგით
08 იანვარი 2026
რა გაკეთდა ვეტერინარიუმში ბოლო 2 წლის განმავლობაში
22 დეკემბერი 2025
ლაშა-გიორგი ჯაფარიძე უხელმძღვანელებს ვეტერინარიუმის მიმართულებებს
19 დეკემბერი 2025