გია დვალი - კვანტური სამყარო
06 იანვარი 2017
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გამორჩეული პროფესორის - გია დვალის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - კვანტური სამყარო.
ლექციას 700-ზე მეტი მსმენელი დაესწრო.
შეხვედრის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხს დაეთმო და გია დვალმა ამომწურავად უპასუხა აუდიტორიის დასმულ უამრავ შეკითხვას.