გია დვალის საჯარო ლექცია

29 ივლისი 2013

პარასკევს, 2 აგვისტოს, 14:00 საათზე, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს გია დვალი.

ლექციის თემა: მიკრო და მაკრო კოსმოსი 21-ე საუკუნეში.

ადგილმდებაროება: საკონფერენციო დარბაზი (201-ე აუდიტორია)

მისამართი: დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და თავისუფალი უნივერსიტეტი), დავით აღმაშენებლის მე-13 კმ.



გია დვალის შესახებ

გია დვალი გახლავთ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში და მაქს პლანკის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი მიუნხენში. 2001 წელს მიიღო ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც მას პირადად რუდოლფ ჯულიანიმ გადასცა. ძირითადად მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით. მონაწილეობას იღებს დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში.

დასწრება თავისუფალია.

ვრცელი ბიოგრაფია იხილეთ აქ.

მსგავსი სიახლეები