გია დვალის საჯარო ლექცია

23 დეკემბერი 2014

კამპუსი აგრძელებს კახა ბენდუქიძის მემორიალური საჯარო ლექციების ციკლს.

რიგით მესამე ლექციას წაიკითხავს ცნობილი ქართველი ფიზიკოსი და თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორი, გია დვალი.

ლექცია - სუპერსიმეტრია და დამატებითი განზომილებები.

ლექცია ჩატარდება პარასკევს, 26 დეკემბერს, 15:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200).

გია დვალი გახლავთ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში და მაქს პლანკისსახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი მიუნხენში.

2001 წელს მიიღო ნიუ-ორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც მას პირადად რუდოლფ ჯულიანიმ გადასცა. ქართველი ფიზიკოსი ძირითადად მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით. მონაწილეობას იღებს დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში.

დასწრება თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები