გიორგი ამაშუკელი კამპუსში

24 დეკემბერი 2015

პროექტის ფარგლებში "გაყიდვების მენეჯერი სტუმრად კამპუსში", კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუს ეწვია კომპანია "Alma"-ს გაყიდვების მენეჯერი, გიორგი ამაშუკელი.
 
სტუმარმა ისაუბრა სარეკლამო კომპანიებზე, რომლებიც დღეს გვხვდება საქართველოს ბაზარზე, ასევე კომპანიის სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე.
 
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო კითხვა-პასუხს.
 
ორგანიზატორები: აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტები: ქეთევან ნანაძე, დავით იოსავა, ქეთევან ბიბილური, შოთა გუბეიშვილი, ეკატერინა რამიშვილი.
 
პროექტს "გაყიდვების მენეჯერი სტუმრად კამპუსში" ხელმძღვანელობს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი მარიამ ლეჟავა.

მსგავსი სიახლეები