გიორგი ჯაფოშვილი ენტომოლოგიის საერთაშორისო კონგრესის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს წევრად აირჩიეს
19 დეკემბერი 2018
აგრარული უნივერსიტეტის ენტომოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ჯაფოშვილი არჩეულია ენტომოლოგიის 27-ე საერთაშორისო კონგრესის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს წევრად.
კონგრესი, რომელიც ჩატარდება 2024 წელს კიოტოში, (იაპონია), მსოფლიოს ენტომოლოგთა ყველაზე დიდი შეკრებაა.
გასულ კონგრესზე მონაწილეობა მიიღო 102 ქვეყნის 6682-მა ენტომოლოგმა.