გიორგი ჯაფოშვილი ენტომოლოგიის საერთაშორისო კონგრესის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს წევრად აირჩიეს

19 დეკემბერი 2018

აგრარული უნივერსიტეტის ენტომოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ჯაფოშვილი არჩეულია ენტომოლოგიის 27-ე საერთაშორისო კონგრესის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს წევრად.

კონგრესი, რომელიც ჩატარდება 2024 წელს კიოტოში, (იაპონია), მსოფლიოს ენტომოლოგთა ყველაზე დიდი შეკრებაა.

გასულ კონგრესზე მონაწილეობა მიიღო 102 ქვეყნის 6682-მა ენტომოლოგმა.

მსგავსი სიახლეები