გლობალური ცვლილებების კვლევითი ცენტრის (CzechGlobe) წარმომადგენლები კამპუსში
18 ნოემბერი 2015
19 ნოემბერს, 14:00 საათზე 415-ე აუდიტორიაში შედგება შეხვედრა გლობალური ცვლილებების კვლევითი ცენტრის (CzechGlobe) წარმომადგენლებთან ფრანტისეკ ზემეკსა და ოლგა ბროვკინასთან. კამპუსს ისინი ერთობლივი კვლევითი პროექტების, გაცვლითი პროგრამებისა და სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხების განხორციელების მიზნით სტუმრობენ.
ფრანტისეკ ზემეკი - ასოცირებული პროფესორი ეკოლოგიასა და გამოყენებით ეკოლოგიაში, გლობალური ცვლილებების კვლევითი ცენტრის (CzechGlobe) დისტანციური ზონდირების განყოფილების უფროსი
ოლგა ბროვკინა - გეოინფორმატიკის დოქტორი, გლობალური ცვლილებების კვლევითი ცენტრის (CzechGlobe) დისტანციური ზონდირების განყოფილების მკვლევარი.
ლექციის მსვლელობისას უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი.
დასწრება თავისუფალია.