გოეთეს ინსტიტუტის სემინარი კამპუსში

08 ოქტომბერი 2014

გოეთეს ინსტიტუსტი Brain Map 2014-ის ფარგლებში დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში აგრარული უნივერსიტეტის პარტნიორობით ჩაატარებს ლაბორატორიულ სემინარებს განვითარების ბიოლოგიაში.

სემინარის მიზანია, სტუდენტები განვითარების ბიოლოგიის მთავარ პრინციპებს მოდელური ორგანიზმების მაგალითზე გაეცნონ. განვითარების ბიოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი საკითხია, თუ როგორ ვითარდება ერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან მრავალი სხვადასხვა ფუნქციის მქონე უჯრედი, რომლებიც ქსოვილებად და ორგანოებად ერთიანდებიან და საბოლოოდ ერთ კომპლექსურ ორგანიზმად ყალიბდებიან. მაგალითად, ზებრასებრი თევზები ხერხემლიან ცხოველთა განვითარების ერთ-ერთი მთავარი მოდელური ორგანიზმია, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვითარების პროცესს სახელდახელოდ დავაკვირდეთ. ამავე დროს, თევზები მოიხმარება წყლის ორგანიზმის განვითარებაზე ტოქსინების გავლენის შესასწავლად. ამის მაგალითებს სტუდენტები სემინარის მსველობის დროს გაეცნობიან.

სემინარი ჩატარდება 27-31 ოქტომბერს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თათო ჯაფარიძეს:

t.japaridze@agruni.edu.ge

მსგავსი სიახლეები