GOOGLE კამპუსში!

24 სექტემბერი 2014

25 სექტემბერს კამპუსს გუგლის სპეციალისტები ეწვევიან და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის 25 სტუდენტს (რომელიც თავად გუგლმა აარჩია აპლიკაციის შევსების საფუძველზე) ჯერ მოსამზადებელ სემინარს, შემდეგ კი ტესტირებას ჩაუტარებენ.

გუგლის სპეციალისტების ვიზიტის მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების შერჩევაა, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივით.

დახურულ სემინარამდე 420-ე აუდიტორიაში გუგლი სხვა სტუმრებისთვის და სხვა სტუდენტებისთვის 45-წუთიან გაცნობით ლექციას ჩაატარებს, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება.

ლექციის წინ სტუმრები კამპუსში გუგლისს ოთახს საზეიმოდ გახსნიან.

მსგავსი სიახლეები