Google-ს და GDG-ს პროექტი კამპუსში

28 მარტი 2015

29 მარტს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი Women Techmakers-ს უმასპინძლებს.

პროექტი Google-ის მიერ წამოწყებული კამპანიაა, რომელიც Google-ის დეველოპერების გუნდში შეიქმნა და Google X-ის ვიცე პრეზიდენტის, მეგან სმიტის ხელმძღვანელობით იმართება.

პროექტს Google-ს ორგანიზებით ყოველი წლის მარტში მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა მასპნძლობს.

ღონისძიების მიზანია გაზარდოს IT სფეროში ქალების ჩართულობა, წაახალისოს ახალგაზრდები და დაეხმაროს მათ პროფესიულ ზრდაში. წარმატებული ქალი ინჟინრების, დიზაინერების, დეველოპერების გამოსვლებით ხაზი გაუსვას მათ მნიშვნელობას სფეროს განვითარებაში და ხელი შეუწყოს ქალ და მამაკაც დეველოპერებს შორის ინტეგრაციას, რესურსების გაზიარებას და თანამშრომლობას.

საქართველოში Women Techmakers თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით ტარდება და მას კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი უმასპინძლებს. პროექტის პარტნიორები კომპანია Google და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ Women Techmakers თბილისი ორიენტირებული იქნება ქალებსა და ქალ დეველოპერებზე, იგი არ გამორიცხავს მამაკაცების ჩართულობას. პირიქით, პროექტის მიზანია ქალების ჩართულობის ზრდა, მამაკაცების აქტიურობის დონის შენარჩუნების ფონზე.

ღონისძიება მოიცავს:
• ტექნოლოგიურ საუბრებს/სემინარებს;
• სპიკერების პანელს, სადაც IT სფეროში ჩართული ქალები დამსწრეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, მისცემენ რჩევებს, ისაუბრებენ არსებულ გამოწვევებზე და ზოგადად განიხილავენ აღნიშნული სფეროს პერსპექტიულობას;
• CodeLabs - პრაქტიკული სახის აქტივობებს, რომლის განმავლობაშიც მონაწილეები შეისწავლიან რაიმე კონკრეტულ ტექნოლოგიას, მენტორის უშუალო დახმარებით;
• სხვა მცირე სახის აქტივობებს რომლის მიზანია ტექნოლოგიების პოპულარიზება და მონაწილეების ერთმანეთთან დაკავშირება.

Women Techmakers თბილისზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. რეგისტაციის გავლა შესაძლებელია ელექტორნული ფორმის საშუალებით.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

Google-ს დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით, საქართველო მსგავსი სახის კამპანიას უკვე ორი წელია უერთდება. პირველი DevfestW თბილისი 2013 ორდღიან ფესტივალს წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები მუშაობდნენ სოციალურ ვებ პროექტებზე Google-ის ტექნოლოგიების გამოყენებით.

ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზ დამთავრდება.

მსგავსი სიახლეები