გორში ფერმერებითვის ტრენინგი ჩატარდა

27 მარტი 2016

26 მარტს გორის ფერმერთა საკონსულტაციო მომსახურების ცენტრში მოეწყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გამოყენებითი პროექტის "სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესლე/სარგავი მასალისა და ეკოლოგურად უსაფრთხო (ორგანული) პროდუქციის წარმოება დახურულ სისტემებში - ინ ვიტრო წარმოება და ვერტიკალური ფერმა" ფარგლებში მორიგი ტრნინგი ჩატარდა.

ტრენინგის თემა იყო - სარგავი მასალების და ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის წარმოება დახურულ სისტემებში, ინ ვიტრო ლაბორატორია და ვერტიკალური ფერმა", რომელსაც უძღვებოდა აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, პროექტის ხელმძღვანელი ლალი მოსიაშვილი.

ტრენინგს ესწრებოდნენ ფერმერები გორიდან, ქარელიდან და ხაშურიდან.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მარწყვის უვირუსო სარგავი მასალის წარმოების ტექნოლოგიამ.

ფერმერების მხრიდან გამოითქვა თანამშრომლობის სურვილი ამ მიმართულებით.

ფერმერებს დაურიგდათ აგრარული უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სარეკომენდაციო ბუკლეტები და პამიდვრის ინ ვიტრო მცენარეები - ჩითილები.

მსგავსი სიახლეები