„GPC"-ს მარკეტინგის დირექტორის სტუმრობა კამპუსში

22 მარტი 2015

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი კვლავ აგრძელებს მარკეტინგის მენეჯერების მასპინძლობას.

ამჯერად პროექტის "მარკეტინგის მენეჯერები სტუმრად კამპუსში", რომელსაც აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ლექტორი მარიამ ლეჟავას ხელმძღვანელობს ფარმაცევტული კომპანია „GPC"-ს მარკეტინგის დირექტორი, გიორგი ჩლაიძე ესტუმრა.

გიორგი ჩლაიძის ვიზიტი სტუდენტებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. სტუმარმა მომავალ კოლეგებს (და არა მარტო) საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მათთან ერთად ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის კონკრეტული მარკეტინგული აქტივობა განიხილა.

ასევე, ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელზეც მარკეტინგის მენეჯერები მუშაობენ თანამედროვე მსოფლიოში.

შეხვედრა ინტერაქტიული იყო და ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეხვედრის ორგანიზატორები აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტები მარიამ ბუაძე, შორენა გონაშვილი და ალექს კანდელაკი იყვნენ.

მსგავსი სიახლეები