GPI Holding-ის სამოყვარულო კურსები კულინარიის აკადემიაში გრძელდება
03 აგვისტო 2015
სადაზღვევო კომპანია GPI Holding-ის თანამშრომლებისაგან ჩამოყალიბებული კულინარიის კლუბი მოყვარულ კულინართა კურსებს საქართველოს კულინარიის აკადემიაში გადის.
პირველი სამოყვარულო კურსი მექსიკურ-ესპანური კერძებისა და დესერტის შესწავლას დაეთმო, ხოლო მეორე სამოყვარულო კურსი - მაროკოული და იტალიური კერძებისა და დესერტის შესწავლას.
მაროკოული და იტალიური კერძების მომზადება GPI Holding-ის თანამშრომლებს კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულებმა მიშა ავსაჯანიშვილმა და ირკა ქელეხსაშვილმა ასწავლეს.
მიშა ავსაჯანიშვილმა კულინარიის აკადემიის მზარეულის და კონდიტერის პროგრამები გაიარა და ახლა ის MGroup-ის რესტორნების შეფ-კონდიტერია; ხოლო ირკა ქელეხსაშვილმა კულინარიის აკადემიის მზარეულის პროგრამა გაიარა და ამჟამად P.A.M. Club-ის შეფ-მზარეულია.