GPI Holding-ის სამოყვარულო კურსები კულინარიის აკადემიაში

17 ივლისი 2015

სადაზღვევო კომპანია GPI Holding-ის თანამშრომლებისგან ჩამოყალიბებული კულინარიის კლუბი მოყვარულ კულინართა კურსებს საქართველოს კულინარიის აკადემიაში გაივლის.

სამოყვარულო კურსების ფარგლებში, GPI Holding-ის თანამშრომლები ევროპული და ამერიკული კერძების მომზადებას შეისწავლიან.

პირველი სამოყვარულო კურსი GPI Holding-ის კულინარიის კლუბს კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულებმა მიშა ავსაჯანიშვილმა და ლუკა ნაჭყებიამ ჩაუტარეს, რომელიც მექსიკურ-ესპანური კერძებისა და დესერტის შესწავლას დაეთმო.

კულინარიის აკადემია ნებისმიერ მსურველს სთავაზობს მოყვარულ კულინართა კურსებს. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ პროფესიონალი მზარეულის დახმარებით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სამზარეულოში, თავადვე მოამზადონ სხვადასხვა კერძი. შემდეგ კი, მოყვარულ კულინარებს შეუძლიათ საკუთარი ნახელავი მეგობრებთან ერთად დააგემოვნონ კულინარიის აკადემიაში ან სახლში წაიღონ და ოჯახის წევრებთან ერთად მიირთვან.

კულინარიის აკადემია უცხოელებს სთავაზობს მოყვარულ კულინართა კურსებს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე.

 

მსგავსი სიახლეები