Graduation 2016
28 დეკემბერი 2016
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში აგრარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს ცოდნის ფონდის დირექტორმა, ანასტასია ბენდუქიძემ, პრორექტორებმა - მარინა ქარჩავამ და ნათია სამუშიამ და რექტორმა - ვახტანგ ლეჟავამ.
ცერემონიის მოწვეული სპიკერი ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე იყო.
2016 წელს აგრარული უნივერსიტეტი 188 ბაკალავრმა და 23-მა მაგისტრანტმა დაამთავრა.