გრძელი ნათელი დღეების საუნივერსიტეტო ჩვენება კამპუსში
09 დეკემბერი 2015
9 დეკემბერს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში შედგა ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ფილმის, "გრძელი ნათელი დღეები"-ს საუნივერსიტეტო ჩვენება და დისკუსია მთავარი რეჟისორის, ნანა ექვთიმიშვილის მონაწილეობით.
ფილმის ჩვენების შემდეგ რეჟისორმა და სცენარისტმა, ნანა ექვთიმიშვილმა წარადგენა საკუთარი წიგნი - მსხლების მინდორი.
ნანა ექვთიმიშვილი დაიბადა 1978 წელს თბილისში. პირველად მისი მოთხრობები გამოქვეყნდა 1999 წელს ჟურნალ არილში. არის რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი.
2013 წელს მისი ქართული მხატვრული ფილმი "გრძელი ნათელი დღეები“ მრავალი ქვეყნის კინოეკრანზე გამოვიდა და მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალზე 30-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა.