გურამ შეროზიას საჯარო ლექცია
27 ნოემბერი 2015
პროექტის ფარგლებში "გაყიდვების მენეჯერი სტუმრად კამპუსში“, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს ეწვია კომპანია Vivus.ge-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გურამ შეროზია.
სტუმარმა ისაუბრა წარმატებული გაყიდვების მეთოდებზე, ეფექტურ კომუნიკაციასა და პრეზენტაციაზე. საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე განიხილა რამდენიმე საინტერესო მაგალითი.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო კითხვა-პასუხს.
ლექციას ორგანიზება გაუწიეს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მესამე კურსის სტუდენტებმა: ანანო ქუშაშვილმა, თამარ ხუციშვილმა, გიორგი ორბელაძემ, ეთერ სუდაძემ და ანა მიქელაძემ.
პროექტს "გაყიდვების მენეჯერი სტუმრად კამპუსში" ხელმძღვანელობს საქართველოს აგრარული უნნივერსიტეტის ლექტორი მარიამ ლეჟავა.