გზა თავისუფლებისაკენ - საუბრები კახა ბენდუქიძესთან

25 აპრილი 2016

20 აპრილს, კახა ბენდუქიძე 60 წლის გახდებოდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კამპუსში გაიმართა ვლადიმირ ფედორინის წიგნის - “გზა თავისუფლებისაკენ - საუბრები კახა ბენდუქიძესთან” - ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია. 

კახა ბენდუქიძესთან საუბრებისა და ინტერვიუების საფუძველზე დაწერილ წიგნში წარმოდგენილია მისი საქმიანობის ეტაპები: მეცნიერი, ბიზნესმენი, სახელმწიფო მოღვაწე და რეფორმატორი, ფილანტროპი და წარმატებული უნივერსიტეტების დამაარსებელი.

წიგნში, ასევე, აღწერილია კახა ბენდუქიძის მოსაზრებები საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და უკრაინაში გასატარებელი პოლიტიკის შესახებ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კახა ბენდუქიძის ოჯახის წევრები, მეგორებრები, თანამშრომლები და აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სტუდენტები.

წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვას მხარდაჭერითა და ხელშეწყობით და დაიბეჭდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ.

მსგავსი სიახლეები