ჰენრი კერალის საჯარო ლექცია

09 ივნისი 2013

ოთხშაბათს, 12 ივნისს, 14:00 საათზე დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში საჯარო ლექციას ჩაატარებს მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, ბატონი ჰენრი კერალი.

ჰენრი კერალის შესახებ

ჰენრი კერალი არის მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში 2012 წლის პირველი ივლისიდან. კერალი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ აზიაში, ევროპასა და ცენტრალური აზიაში.

2003 წლამდე, სანამ მსოფლიო ბანკის გუნდის წევრი გახდებოდა, კერალი გახლდათ ბირმინგამის უნივერსიტეტის (ინგლისი) პროფესორი სატრატნსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხში. ბიოგრაფია ვრცლად...

ლექციის თემა: მსოფლიო ბანკის ბოლო გლობალური ანგარიში

ადგილმდებარეობა: დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი (დავით აღმაშენებლის მე-13 კმ. აგრარული უნივერსიტეტი) აუდიტორია # 201

სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება თავისუფალია. 

მსგავსი სიახლეები