ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისის გაყიდვების მენეჯერი კამპუსში

11 ნოემბერი 2015

11 ნოემბერს პროექტის ფარგლებში "გაყიდვების მენეჯერი კამპუსში", კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს ეწვია სასტუმრო "ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისი" სამთავრობო სტრუქტურების გაყიდვების წარმომადგენელი - ნინო კვაშილავა და გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის კოორდინატორი - ქეთევან რეხვიაშვილი.

​სტუმრებმა ისაუბრეს კომპანიის ისტორიაზე, მათ სტრატეგიაზე, განვითარების გეგმაზე, რა წინააღმდეგობებს ხვდებიან და რა ხერხებით ახერხებენ მათ დაძლევას, სუსტ და ძლიერ მხარეებზე.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო კითხვა-პასუხს აუდიტორიასთან.

შეხვედრა აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მესამე კურსის სტუდენტების დავით ჯანელიძის, ლევან ლომაურის, ტატო გულიკაშვილისა და სოსო ლეკაშვილი ორგანიზებით ჩატარდა.

პროექტს "გაყიდვების მენეჯერი სტუმრად კამპუსში" ხელმძღვანელობს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორი - მარიამ ლეჟავა.

მსგავსი სიახლეები