HR-ტრენინგი
24 აპრილი 2014
23 აპრილს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა მასტერკლასი HR ტექნოლოგიებში.
სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სამუშაოს ძიების პროცესში არსებული საკითხების შესახებ (CV-ის შედგენა, სამოტივაციო წერილი და ინტერვიუ).
მასტერკლასს უძღვებოდა "Chateau MUKHRANI"-ის ადამიანური რესურსების მართვისა და გენერალური საკითხების დირექტორი თეონა ბაღათურია-დე კორტე.