ჰუან ეჩანოვეს საჯარო ლექცია კამპუსში
03 დეკემბერი 2014
2 დეკემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ატაშე სურსათის უვნებლობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ჰუან ეჩანოვე ეწვია.
სტუმარი შეხვდა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს და ჩაატარა საჯარო ლექციას თემებზე:
აქართველოს სოფლის მეურნეობის მდგომარეობის შეფასება და სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან შედარებითი ანალიზი;
ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით - რა მნიშვნელობა აქვს სოფლად კოოპერატივების შექმნას.
ლექციის ბოლოს ჰუან ეჩანოვემ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და აუდიტორიას საშუალებას მისცა დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები.