Huawei Georgia-ს მარკეტინგის მენეჯერი სტუმრად კამპუსში

29 მარტი 2015

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა Huawei Georgia-ს მარკეტინგის მენეჯერი რეზი ბესელაშვილი მოიწვიეს.

სტუმარმა მიმოიხილა კომპანიის ისტორია, ქართული ბაზრის თავისებურებანი, კომპანიის მიზნები და მისია, კონკურენტული გარემო და უპირატესობები, ფასწარმოქმნის სტრატეგია, მარკეტინგული სტრატეგია და კომპანიის სამომავლო გეგმები.

შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოდგა. სტუმარმა და სტუდენტებმა აგრარული უნივერსიტეტის მიერ გადაღებულ Huawei-ის რეკლამაზე ისაუბრეს.

ლექციის ბოლოს სტუმარმა აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა კომპანიაში სტუდენტების სტაჟირებასთან დაკავშირებით.

შეხვედრას ორგანიზება აგრარული უნივერსტეტის ბიზნესის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტებმა - სალომე საძაგლიშვილმა, გვანცა ღვედაშვილმა და ანი ჯავახიშვილმა გაუწიეს.

შეხვედრა პროექტის "მარკეტინგის მენეჯერები სტუმრად კამპუსში" ფარგლებში შედგა, რომელსაც ბიზნესის ფაკულტეტის ლექტორი მარიამ ლეჟავა ხელმძღვანელობს

 

მსგავსი სიახლეები