ია ფიფიას ინტერვიუ Profiles of Women Scientists-ში გამოქვეყნდა

18 თებერვალი 2019

აგრარული უნივერსიტეტის პროფესორის, მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის მეცნიერის, ია ფიფიას ინტერვიუ გამოქვეყნდა გამოცემაში "Profiles of Women Scientists in Asia: Their inspirational stories"რომლიც აერთიანებს AASSA-ის წევრი ქვეყნების მიერ ნომინირებული 50 წარმატებული მეცნიერი ქალის ინტერვიუს.

გამოცემა მიზნად ისახავს მეცნიერი ქალების წახალისებას მათი წარმოჩენით და მომზადებულია აზიის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებების ასოციაციის Association of Academies and Societies of Sciences in Asia (AASSA) სპეციალურმა კომიტეტის „ქალები მეცნიერებასა და ინჟინერიაში"/SpecialCommittie for Women in Science and Engineering (WISE) მიერ.

WISE-ის კომიტეტს წევრია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიკოსი - თინათინ სადუნიშვილი.

მსგავსი სიახლეები