ICHO-ს დელეგაცია კამპუსში

17 მაისი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ეწვია ICHO-ს დელეგაცია. ვიზიტის დროს მონიტორები შეხვდნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.

როგორც ცნობილია, საქართველო პირველად უმასპინძლებს საერთაშორისო ოლიმპიადას ქიმიაში , 2016 წლის 23 ივლისიდან 1 აგვისტომდე. სტუმრებმა მოინახულეს ოლიმპიადის დღეებში მოსწავლეთა და მენტორების განთავსების, ექსპერიმენტული და თეორიული ტურების, გახსნის, შეხვედრის და დახურვის ცერემონიალების ადგილები.

ოლიმპიადისათვის მზადებამ და დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამამ მაღალი შეფასება მიიღო. იგი სრულად შეესაბამება ოლიმპიადის საერთაშორისო სტანდარტებს.

მსგავსი სიახლეები