იკანოს მარკეტინგის მენეჯერი კამპუსში
25 მაისი 2016
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს პროექტის ფარგლებში "მარკეტინგის მენეჯერი სტუმრად კამპუსში", ეწვივნენ ღვინის კომპანია იკანოს მარკეტინგის მენეჯერი მარიამ კანდელაკი და დირექტორი მათე აბესაძე.
ლექციის ფარგლებში ისაუბრეს იკანოს დაარსების, მისი განვითარების, მარკეტინგული სტრატეგიებისა და რაც მთავარია ახალი სარეკლამო რგოლის შესახებ, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში.
შეხვედრის მეორე ნახევარმა ტრადიციულად დისკუსიაში ჩაიარა.
შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების კურსის სტუდენტები: თამარ სოფრომაძე, თინათინ კანდელაკი, ოთარ ჯაფარიძე, ალექსანდრე ხარაზიშვილი და ლაშა კაკაბაძე.
პროექტის ავტორი აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი: მარიამ ლეჟავა.