ინჟინერიის პროგრამის სტუდენტები Atlantic Georgia-ში
11 დეკემბერი 2018
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟირო ტექნოლოგიური ფაკულტეტის ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები ფრანგული კომპანია “Groupe Atlantic”-ის მიწვევით იმყოფებოდნენ ამ კომპანიის „Atlantic Georgia“-ს ქუთაისის ქარხანაში, სადაც იწარმოება თანამედროვე სისტემის წყლის გამაცხელებლები.
მოცემული კომპანია დაინტერესებულია ჩაანაცვლოს მასთან დასაქმებული უცხოელი სპეციალისტები ადგილობრივი კადრებით. კერძოდ, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების ინჟინრებითა და პერსპექტიული სტუდენტებით.
ქარხანაში სტუდენტები გაეცნენ ტექნოლოგიურ პროცესებს. კომპანიის დირექტორმა სტუდენტებს გააცნო ქარხნის პრობლემები ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციასთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოცემული პრობლემების გადაწყვეტაზე სტუდენტები იმუშავებენ საკურსო პროექტების ფარგლებში. მუშაობა დაიწყება 2019 წლის იანვრიდან. სამუშაოებთან დაკავშირებულ ფინანსურ და მატერიალურ ხარჯებს გაიღებს კომპანია.