ინჟინერიის სტუდენტი ელენე მაისურაძე სწავლას ირლანდიაში გააგრძელებს
01 ივნისი 2017
აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლის სტუდენტი - ელენე მაისურაძე გახდა iGeneration-ის პროგრამის გამარჯვებული!
ელენე სწავლას ოთხი წლით ირლანდიაში, ლიმერიკის უნივერსიტეტში გააგრძელებს ფონდის სრული დაფინანსებით.
პროგრამა ფარავს სწავლის, საცხოვრებლისა მგზავრობის სრულ ხარჯებს.
iGeneration არის კერძო ფონდი, რომელიც ორიენტირებულია მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების მხარდაჭერაზე.
პროგრამა უკვე რამდენიმე წელია ყოველწლიურად ავლენს გამარჯვებულებს და არსებობის განმავლობაში, ყოველთვის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი იმარჯვებდა.
წელს პირველი შემთხვევაა, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტთან ერთად, სტიპენდია აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტმაც მოიპოვა.
შესაბამისად, ირლანდიაში ელენესთან ერთად, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ზურა ოშხნელიც გაემგზავრება.