ინტენსიური საზაფხულო სკოლა ექსპერიმენტულ ბიოლოგიაში
24 ივლისი 2013
19 ივლისს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის გაიხსნა საზაფხულო სკოლა ექსპერიმენტულ ბიოლოგიაში. სკოლა ასწავლის თანამედროვე ბიოლოგიით დაინტერესებულ სტუდენტებს უახლეს ექსპერიმენტულ მეთოდებს.
საზაფხულო სკოლა იყო შექმნილი აგრარული უნივერსიტეტის და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, თუმცა მასში მონაწილეობის საშუალება მიეცა ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს.
სწვლების დროს ყველა სტუდენტები ლაბორატორიებში დამოუკიდებლად ატარებს ექსპერიმენტებს და ეუფლება მეთოდებს, რომლებიც მას საშუალებას მისცემენ შემდეგ ჩაერთონ სამეცნიერო კვლევაში.
ამ ინტენსიური ლაბორატორიული კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ეცოდინებათ ბიოლოგიური ობიექტების პრეპარირება, უჯრედების გამოყოფა და კულტივირება, დნმ-ს გამოყოფა და ანალიზი, გენური ინჟინერიის საფუძვლები და სხვა რთული მეთოდები.
საზაფხულო სკოლაში თავისუფალი უნივერსიტეტის, სამედიცინო ინსტიტუტის, აგრარული უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტისა და აიეტის სტუდენტები მონაწილეობენ.
საზაფხულო სკოლა გაგრძელდება 15 აგვისტომდე.
საზაფხულო სკოლის დეტალური პროგრამა იხილე <<აქ>>
ადგილმდებარეობა: დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი, დავით აღმაშენებლის მე-13 კმ.
საკონტაქტო ინფორმაცია:
☏ 557 64 48 39 თამარა ჯაფარიძე
ელ.ფოსტა: t.japaridze@agruni.edu.ge