ირაკლი გილაურის საჯარო ლექცია

03 იანვარი 2016

"საქართველოს მომავლის აკადემიის" მოწვევით კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში საჯარო ლექცია თემაზე - "კომპანიების სტრატეგიული განვითარება - საქართველოს ყველაზე დიდი ჰოლდინგი" წაიკითხა ,,BGEO ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა - ირაკლი გილაურმა. ლექცია გაიმართა ქეისის გარჩევის ფორმატში, საუბარი იყო ,,საქართველოს ბანკის ჯგუფის" სტრატეგიული განვითარების გეგმაზე და ჯგუფში შემავალ სხვადასხვა კომპანიებზე.

ირაკლი გილაური 2015 წელს დაინიშნა ,,BGEO ჯგუფის“ გენერალურ დირექტორად, იგი ასევე არის "BGEO ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ირაკლი გილაურს უჭირავს ,,საქართელოს ბანკის“, ,,საქართელოს ჯანდაცვის ჯგუფის“, სადაზღევო კომპანია ,,ალდაგისა“ და ფონდ ,,სიცოცხლის ხის“ სამეთვალყურეო საბჭოების თავმჯდომარის პოზიცია. ამას გარდა გახლავთ ,,აგრონ ჯგუფის“, ბელარუსული ბანკის ,,BNB’’-ის, ,,გალტ ენდ თაგარტ ჰოლდინგისა“ და ,,m2 უძრავი ქონების“ - სამეთვალყურეო საბჭოების წევრი. ცოტა ხნის წინ ის გახდა კომპანია ‘’Georgian Global Utilities Limited”-ის სამეთვალყურე საბჭოს წევრი. 2006 წლიდან 2015 წლამდე ირაკლის ეკავა ,,საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის პოსტი. იგი ასევე 5 წლის განმავლობაში მუშაობდა ბანკირად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისისა და ლონდონის ოფისებში.

ირაკლი გილაურმა 1998 წელს დაამთავრა ლიმერიკის უნივერსიტეტის (ირლანდია) საბაკალავრო პროგრამა ბიზნესის, ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალობით. მოგვიანებით მოიპოვა ბრიტანეთის საბჭოს ,,ჩივენინგის“ სტიპენდია, რამაც შესაძლებლობა მისცა ესწავლა ლონდონის სიტის უნივერსიტეტის კასის ბიზნეს სკოლაში, სადაც მოიპოვა მაგისტრის ხარისხი საბანკო საქმისა და საერთაშორისო ფინანსების სპეციალობით.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის.

მსგავსი სიახლეები