ირაკლი ჯანაშიას საჯარო ლექცია კამპუსში

08 აპრილი 2015

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიოლოგიის კლუბი იწყებს საჯარო ლექციათა ციკლს, რომლის ფარგლებშიც ჩვენი პროფესორები წაიკითხავენ შემეცნებით ლექციებს მათ ლაბორატორიებში მიმდინარე კვლევებთან დაკავშირებით. ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ. ლექციები საინტერესო იქნება, როგორც ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ასევე პირველკურსელებისათვის, რომლებსაც ჯერ არ აურჩევიათ მომავალი სპეციალობა და, უბრალოდ, ბიოლოგიის სხვადასხვა დარგით დაინტერესებულთათვის.

საჯარო ლექციების ციკლი გახსნა ირაკლი ჯანაშიამ, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე: "სიმბიოზური კავშირი მიკრო და მაკრო ორგანიზმებს შორის და მისი როლი ეკოსისტემის ფორმირებაში"

მსგავსი სიახლეები