ITA-ს მარკეტინგის მენეჯერი კამპუსში
02 ივნისი 2016
2 ივნისს პროექტის „მარკეტინგის მენეჯერი სტუმრად კამპუსში“ ფარგლებში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს სტუმრად ეწვია კომპანია „ITA”-ს მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლონდარიძე.
შეხვედრის პირველ ნაწილში სტუმარმა ისაუბრა თუ რა საქმიანობას ეწევა კომპანია ქართულ ბაზარზე.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
ლექციის ორგანიზატორები იყვნენ, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის სტუდენტები: ანანო ვეკუა, ლადო არაბიძე, ირაკლი ლეჟავა, ლადო ილურიძე, ნუნუ შატაკიშვილი და გოდერძი გოგილაშვილი.
პროექტის ხელმძღვანელი ლექტორი: მარიამ ლეჟავა.