IYIPO-2015 გამარჯვებულები გამოვლინდნენ

04 მაისი 2015

ქ. თბილისის 69 საჯარო სკოლის 11 კლასის მოსწავლეებმა ნინო ჩუბინიძემ და აიდა გამბაროვმა ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა IX საერთაშორისო ოლიმპიადაზე- IYIPO-2015 მეორე ადგილი დაიკავეს (პედაგოგი ნინო ჭელიძე, კონსულტანტი: თეა მათითაიშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი).

1-დან 3 მაისის ჩათვლით თბილისში ნორჩ გამომგონებელთა და მეცნიერთა მეცხრე საეთაშორისო ოლიმპიადა - IYIPO 2015 გაიმართა. წელს ოლიმპიადაში 100-ზე მეტი პროექტი და 300-მდე ახალგაზრდა მკვლევარი და გამომგონებელი მონაწილეობდა.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-9 საერთაშორისო ოლიმპიადა ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მისი ორგანიზატორია „ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებები". ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება აქვს და რომელმაც გამარჯვება უკვე მოიპოვა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ რესპუბლიკურ ტურნირში. IYIPO შემდეგ დისციპლინებს მოიცავს: ქიმია, ბიოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა. ოლიმპიადის მხარდამჭერია: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში, ევროკავშირი, საქპატენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. წლევანდელ ოლიმპიადაზე მონაწილებას იღებენ სკოლის მოსწავლეები ევროპიდან, აზიიდან, ამერიკიდან და აფრიკიდან.

მსგავსი სიახლეები