ჯემალ კაციტაძე აგროსაინჟინრო დარგში წლის საუკეთესო მეცნიერად დასახელდა

09 მარტი 2015

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, უნივერსიტეტის სრულ პროფესორს ჯემალ კაციტაძეს აგრარულ სფეროში 2014 წლის საუკეთესო მეცნიერის წოდებას აგროსაინჟინრო დარგში.

შესაბამისი დიპლომი და პრემია მას საზეიმო ვითარებაში გადაეცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წლიურ საანგარიშო სხდომაზე აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის მიერ.

ჯემალ კაციტაძე ცნობილი აგრარიკოსი მეცნიერია, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ და იგი რეგულარულად გამოდის სამეცნიერო მოხსენებებით ავტორიტეტულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე.

მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 სადოქტორო, 13 საკანდიდატო და 2 დოქტორის აკადემიური ხარისხის დისერტაცია.

ჯემალ კაციტაძეს გამოქვეყნებული აქვს 6 სახელმძღვანელო, 5 მონოგრაფია, 243 სამეცნიერო სტატია დ მიღებულია აქვს 22 პატენტი და საავტორო მოწმობა გამოგონებაზე, ხელმძღვანელობს საგრანტო პროექტებს.

ამჟამად იგი მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესის წევრი, სექციის ხელმძღვანელი და მთავარი მომხსენებელია, რომელიც ტარდება ევროკავშირის ეგიდით გულგარეთის ქალაქ ვარნაში 21-25 ივნისს თემაზე "მანქანები სოფლის მეირნეობისათვის".

აღნიშნული სამეცნიერო კონგრესის თანაორგანიზატორია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, რომლის საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის წევრიც უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გიცირიძეა.

მსგავსი სიახლეები