ჯეოსელის სეგმენტების მართვის, ტარიფიკაციისა და ანალიტიკის მენეჯერი კამპუსში
19 ნოემბერი 2015
18 ნოემბერს კამპუსს ჯეოსელის სეგმენტების მართვის, ტარიფიკაციისა და ანალიტიკის მენეჯერი ესტუმრა. ნატო ლომიძემ აუდიტორიას გააცნო კომპანიის ისტორია და ისაუბრა კავშირგაბმულობის სფეროს კონკურენციაზე, ტექნოლოგიებზე და მარკეტინგულ გზებზე, რის მეშვეობითაც ჯეოსელი ცდილობს, მუდმივად სიახლე შესთავაზოს მომხმარებლებს.
შეხვედრას შედგა პროექტის "გაყიდვების მენეჯერი კამპუსში" - ფარგლებში და მას აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა გაუწიეს ორგანიზება.
პროექტს აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი, მარიამ ლეჟავა ხელმძღვანელობს.