ჟურნალ "აგრარული მეცნიერების მაცნე"-ს მორიგი საერთაშორისო აღიარება

21 ივლისი 2017

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალმა "Annals of Agrarian Science" (აგრარული მეცნიერების მაცნე), რომელიც 2016 წლიდან ჩართულია "ელსევიერის" უმსხვილეს საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში, მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

ჟურნალის ავტორების პუბლიკაციების თარგმნით და გამოქვეყნებით დაინტერესდა ჩინური სამეცნიერო საგამომცემლო სახლი Universe Scientific Publishing Pte, რომელიც 2011 წლიდან ჩინეთის განათლების სამინისტროსა და ვისდომის საინჟინრო ასოაციაციასთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს სხვადასხვა პროფილის სამეცნიერო აკადემიური ჟურნალების გამოცემას.

თარგმნაზე შემოთავაზება მიიღეს აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომლებმა: რევაზ მახარობლიძემ, იგორ ლაგვილავამ, ბეჟან ბასილაშვილმა, თენგიზ ურუშაძემ, თამარ ქვრივიშვილმა და გიული წერეთელმა.

უკანასკნელი წელიწადნახევრის მანძილზე "Annals of Agrarian Science"-ში გამოქვეყნებული სტატიების ავტორებმა 150-მდე მოწვევა მიიღეს სხვადასხვა სამეცნიერო კვორუმებში, კონფერენციებსა და კონგრესებში მონაწილეობაზე, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ჟურნალის საერთაშორისო აღიარებაზე.

 

მსგავსი სიახლეები