ჯუვასკულიას უნივერსიტეტის (ფინეთი) პროფესორის პრეზენტაცია კამპუსში

11 ივლისი 2014

10 ივლისს აგრარულ უნივერსიტეტში ჯუვასკულიას უნივერსიტეტის (ფინეთი) პროფესორმა ჯოანა მაპესმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე "მტაცებლის წინააღმდეგ თავდაცვის სტრატეგიის ტექნიკური ვარიაციები და ევოლუცია".

თემა შეეხებოდა ჭრელურების (Lepidoptera) დაცვითი შეფერილობის მნიშვნელობას სახეობის ევოლუციასა და მის გადარჩენაში.

აღინიშნა, რომ საქართველოში გავრცელებული ჭრელურას Parasemia plantsaginis - ის შეფერილობა განსხვავდება დედამიწის სხვა ადგილებში გავრცელებული იგივე სახეობის შეფერილობისაგან, რაც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მეცნიერთა მხრიდან ახსნან ეს ფენომენი.

სწორედ ამიტომ, ფინეთიდან საქართველოს ეწვია 6 კაციანი ენტომოლოგთა ჯგუფი, რაშიც აქტიურად ჩართვნენ აგრარული უნივერსიტეტის ენტომოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები და შეიმუშავეს ერთობლივი კვლევის სამომავლო გეგმა.

მსგავსი სიახლეები