კამპუსელების მორიგი საველე პრაქტიკა

16 ივლისი 2014

17 ივლისს დილის 8:00 საათიდან დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსის ეზოდან სტუდენტები საველე პრაქტიკაზე გაემგზავრებიან.

საველე პრაქტიკის ფარგლებში სასწავლო წლის ბოლოს პირველკურსელები საქართველოს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე 10 დღის განმავლობაში კარვებში იცხოვრებენ, გაეცნობიან დაცული ტერიტორიების სპეციფიკას, დაასუფთავებენ და მოაწყობენ სარეკრეაციო ზონებს ტურისტებისთვის, დაეხმარებიან ადგილობრივ თემებს და განახორციელებენ დაცული ტერიტორიების პატრულირებას რეინჯერებთან ერთად.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, საფუძველს უყრიან პრაქტიკული განათლების ინოვაციურ მიდგომას.

წელს საველე პრაქტიკაში მონაწილეობას სულ აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების 1 000-ზე მეტი პირველკურსელი სტუდენტი მიიღებს.

ტრადიციას საფუძველი შარშან ჩაეყარა.

უნივერსიტეტები მადლობას უხდიან დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლობისათვის.

სტუდენტებს გააცილებენ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე და აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები