კამპუსი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

11 სექტემბერი 2014

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ს. დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება საერთაშორისო სამეცნიერო  კონფერენცია  BIOPARTNERS, რომელიც კვებისა და  ბიოტექნოლოგიის საკითხების ეძღვნება (პროექტის სრული სახელწოდება - კვებისა და ბიოტექნოლოგიის სფეროში საქართველოს თანამშრომლობის საერთაშორისო პოტენციალის გაძლიერება - Reinforcing Georgian international cooperation capacities in the field of Food and Biotechnologies).

პროექტის შესრულებაში ქართველ მეცნიერებს პარტნიოტობას უწევენ მურსიის უნივერსიტეტი (ესპანეთი) და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სპეციალისტთა ჯგუფი - ინნო (საფრანგეთი). 

აღნიშნული პროექტი საშუალებას აძლევს საქართველოს გაიმჯობესოს კვლევითი საქმიანობა FP7-ის პრიორიტეტული თემატიკით “საკვები, სოფლის მეურნეობა და ბიოტექნოლოგია”.

პროექტის ფარგლებში დღეს კამპუსში საერთაშორისო კომფერენცია გაიხსნა, რომელშიც აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერები და არაერთი საერთაშორისო ორგნიზაციის წარმომადგენელი ონაწილეობს.

მსგავსი სიახლეები