კამპუსის ბიბლიოთეკაში აგროპედიის კიოსკი გაიხსნა
06 თებერვალი 2018
დღეიდან კამპუსის ბიბლიოთეკაში აგროპედიის კიოსკი დაიდგა, რომლით სარგებლობაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
აგროპედია არის აგრო-ექსტენციის სერვისების გავრცელების ინოვაციური მექანიზმი, რომელიც სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს აძლევს საშუალებას მარტივად მიიღონ საჭირო ინფორმაცია და სასწავლო-საკონსულტაციო მასალა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების შესახებ.
აგროპედიას შექმნის მიზანს წარმოადგენს საქართველოს აგრო-საკონსულტაციო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და წვდომის გამარტივება აგრარული მეურნეობების მართვისათვის საჭირო ინფორმაციაზე.
აგროპედია მოიცავს რაოდენობის ინფორმაციის ბანკს, აგრო-ბიბლიოთეკას, რომელიც მოთავსებულია კომპიუტერის მსგავს მოწყობილობაში.
საჭირო ინფორმაციის მოძიება მომხმარებელს შეუძლია ეკრანზე ხელის შეხებით.
აგროპედიაში ინფორმაციის განახლება ხდება მუდმივად. ამ ეტაპზე იგი მოიცავს 1500-ზე მეტ სტატიას სოფლის მეურნეობის შესახებ, თუმცა ახლო მომავალში სტატიების და მასალების მინიმალური ოდენობა 2000-ს გადააჭარბებს.
ამჟამად აგროპედიას კიოსკში მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ შემდეგი სახის მასალებს და პროფესიულ რეკომენდაციებს:
- სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე სიახლეები.
- სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოვლა-მოყვანის წესები.
- ბრძოლა კულტურათა მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ – წამლობათა სქემები.
- მოსავლის აღება-შენახვა: წესები და რეკომენდაციები.
- ახალი და პერსპექტიული კულტურების წარმოების წესები და რეკომენდაციები.
- ვეტერინარია – შინაური პირუტყვის დაავადებები და მკურნალობის მეთოდები.
- მეცხოველეობა – შინაური პირუტყვის მოვლა და საკვებწარმოება.
- მეფუტკრეობა – ფუტკრის მოვლა და დაცვა მავნებელ-დაავადებებისაგან.