კამპუსის სტუმრები გერმანიიდან

16 ოქტომბერი 2014

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 2006 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიის კასელის უნივერსიტეტთან.

ამ პარტნიორობის ფარგლებში მარნეულში გაიხსნა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს კომპოსტის გადამამუშავებელი საწარმო, რომლის ხარისხობრივი მაჩვენებლები მოწმდება აგრარული უნივერსიტეტის ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის და ბუნების დაცვის ლაბორატორიაში.

მარნეულის მუნციპალიტეტის ორგანული ნარჩენების გადამუშავებით მიიღება სასუქი კომპოსტი, რომელიც იყიდება თბილისის სავაჭრო ქსელში.

მიმდინარე კვირას უნივერსიტეტს სტუმრობდნენ გერმანიის გარემოსა და ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე, პროფესორი ჰარტმუნტ ფორტმანი, გერმანელი ბიზნესმენი ანდრეას ფერი, რომელიც არის ნარჩენების გადამამუშავებლი ქსელის მფლობელი გერმანიაში და კასელის უნივერსიტეტის პროფესორი, ბეატრისე კნერი.

მიმდინარე შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგემები, კერძოდ, კასელის უნივერსიტეტში ახალი სამაგისტრო პროგრამა კვების ტექნოლოგიის მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები