კამპუსის ვენახებში რთველი დაიწყო!
28 სექტემბერი 2015
აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტებმა ყურძენი დაკრიფეს.
საბოლოოდ ყველა სტუდენტი თავის ღვინოს დააყენებს, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში მოუვლის და ბოთლში ჩამოასხამს.
დეგუსტაცია კი გვიან გაზაფხულზე იგეგმება.