კამპუსმა მორიგ ჰაკათონს უმასპინძლა

20 მაისი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა ეუჰაკის მიერ ორგანიზებული გრანდიოზული ჰაკათონი. ჰაკათონი არის 48 საათიანი მარათონი, ინჟინრების, პროგრამისტების, თამაშის დეველოპერებისა და გრაფიკოსებისთვის, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციური პროდუქტების შექმნას.

წელს ჰაკათონს ჰყავდა 170-ზე მეტი მონაწილე. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, საიდანაც ოთხმა აბტურიენტმა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სასწავლო ვაუჩერი მიიღო.

პირველი ადგილი დაიკავეს გიორგი სხირტლაძემ, ლაშა ბუხნიკაშვილმა და ნიკა ლოსაბერიძემ. მეორე ადგილზე გავიდა შალვა გიორგაძე, ხოლო მესამეზე ვოვა ბიბილაშვილი, ალექსანდრე მანაგაძე, ოთო ჯავახიშვილი და გიორგი დევდარიანი.

მსგავსი სიახლეები