კამპუსს ლიტვის ალექსანდრას სტულგინსკის უნივერსიტეტის (ASU) დელეგაცია ესტუმრება

14 სექტემბერი 2016

19 სექტემბერს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს ეწვევა ლიტვის ალექსანდრას სტულგინსკის უნივერსიტეტის (ASU) 15 კაციანი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან: სატყეო მეცნიერებების და ეკოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, სატყეო ბილოგიის და მეტყევეობის ინსტიტუტის დირექტორი, სატყეო ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ტყეების მართვის და მერქნის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, ლიტვის სახელმწიფო ტყეების გენერალური დირექტორატის დირექტორის მოადგილე, სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები და ასევე წარმოდგენილი კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერები.

ვიზიტის მიზანია ASU-სა და აგრარულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაძლიერება სატყეო და ეკოლოგიური მეცნიერებების კვლევისა და სწავლების მიმართულებით.

ამ მიზნით ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

დელეგაციას მასპინძლობას გაუწევს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი და სატყეო ფაკულტეტი.

მსგავსი სიახლეები