კამპუსს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ესტუმრა
30 ივნისი 2014
28 ივლისს კამპუსში ჩატარდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან.
გიგლა აგულაშვილი შეხვდა აგრარული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, დაათვალიერა უნივერსიტეტი: ლაბორატორიები, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა.
შემაჯამებელი შეხვედრა საკონფერენციო დარბაზში შედგა, რომელმაც 2.5 საათს გასტანა. შეხვედრამ დამსწრე საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია, გაიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხი.