კამპუსს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ესტუმრა

30 ივნისი 2014

28 ივლისს კამპუსში ჩატარდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან.

გიგლა აგულაშვილი შეხვდა აგრარული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, დაათვალიერა უნივერსიტეტი: ლაბორატორიები, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა.

შემაჯამებელი შეხვედრა საკონფერენციო დარბაზში შედგა, რომელმაც 2.5 საათს გასტანა. შეხვედრამ დამსწრე საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია, გაიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხი.

მსგავსი სიახლეები